„შემოდგომის მზე ათბობს ჩვენს გულებს“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აქტივობა ჩატარდა
19-11-2019
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IIა კლასში მშობელთა ჩართულობით აქტივობა - „შემოდგომის მზე ათბობს ჩვენს გულებს“ ჩატარდა.
სკოლის ინფორმაციით, აქტივობის „მიზანი იყო მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს ემოგზაურათ შემოდგომის ფერთა გამაში“.
სკოლაში მოწვეული ჰყავდათ ყოფილი მოსწავლის მშობელი, ბელა ლორთქიფანიძე, რომლის დახმარებით სხვადასხვა ცხოველი „დაამზადეს“, ფოთლებისაგან კი ხალიჩები და ქოლგები შექმნეს.
„ლამაზ მოგონებად დარჩება დღევანდელი დღე, მათ დიდხანს გაჰყვებათ სამყაროს საოცრების შეგრძნება“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს