წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე გიგლემიანი ევროპის საბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა
19-11-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე, ბარბარე გიგლემიანი, ევროპის საბჭოს კონკურსის - „ევროპის მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეული“ გამარჯვებული გახდა.

ბარბარე გიგლემიანის ნაშრომი სვანურ ლამპრობაზე და შოტლანდიურ აპხელიოზე საქართველოს ეტაპზე გამარჯვების შემდეგ, დასკვნით სტადიაზე, ევროპის 48 ქვეყნის საუკეთესო ნამუშევრების ათეულში მოხდა.

ბარბარე ნოემბრის თვეში, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში, დაჯილდოების ცერემონიალზე ოფიციალურადაა მიწვეული.

„სტრასბურგიდან დაუჯერებელი და ფრიად სასიამოვნო ამბავი გავიგეთ, მე-6 კლასელი ბარბარე გიგლემიანი უმცროსი გახდა ევროპის საბჭოს კონკურსის „ევროპის მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეულის“ გამარჯვებული. ვულოცავთ ბარბარეს ასეთ უზარმაზარ გამარჯვებას. მისი ეს უდიდესი წარმატება ოქროს ასოებით ჩაიწერება წვირმის საჯარო სკოლის ისტორიაში“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...