ბუშეტის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა იყალთო, ალავერდი, შუამთა და ბახტრიონი მოიარეს
19-11-2019

თელავის მუნიციპალიტეტის ბუშეტის საჯაროს სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე იყვნენ იყალთოს აკადემიაში, ალავერდის, შუამთის ტაძრებში და ბახტრიონზე.

აქტივობას შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა და ექსკურსიის შემდეგ კლასი გაიყო ორ ჯგუფად.

თითეულმა ჯგუფმა განახორციელა შემდეგი პროექტები:

პირველი ჯგუფის პროექტი იყო „13 ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული ეკლესია-მონასტრები“; მეორე ჯგუფის პროექტი კი გახლდათ „ზენონ და არსენ იყალთოელები“.

მოსწავლეებმა გასანკუთრებული ენთუზიაზმი გამოიჩინეს და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ პროექტს; გარდა ამისა, მოსწავლეებს დაგეგმილი აქვთ, პროექტებიდან გამომდინარე, გამოსცენ ფერადი ბუკლეტი და გაავრეცელონ მოსახლეობაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203