სურამის N1 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
19-11-2019
სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ფორმა მოირგეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მათ კუთხე მოაწყეს და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.

ღონისძიებით მოსწავლეებიც და დამსწრე საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩა.

„ძალიან თბილი დღე გამოგვივიდა. მადლობა ჩემო ჭკვიანო ბავშვებო და დაუზარელო მშობლებო, ჩემო ერთგულო მეგობარო,ელზა მასწავლებელო! მიყვარხართ“,- წერს ღონისძიების ხელმძღვანელი, პედაგოგი ია ბლიაძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203