მერისის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა
19-11-2019
ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის მერისის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იცეკვეს, გუნდურად, დუეტსა და ინდივიდუალურად იმღერეს და ლექსები და გამოცანები წარმოთქვეს.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბადრი ნაკაშიძე, ქედის მუნიციპალიტეტის პირველი პირები და ქედის რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებით მონაწილეებიც და სტუმრებიც კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203