ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე გაკვეთილი ჩატარდა
19-11-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო არქევანის საჯარო სკოლა შეუერთდა ევროპის საბჭოს ოფისის წამოწყებულ კამპანიას მე ვირჩევ თანასწორობას.

კამპანიის ფარგლებში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ზარნურა ალაზოვამ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩაატარა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე „თანასწორობა და ტოლერანტობა“. 

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.

გაკვეთილი სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203