გურჯაანის N3 საჯარო სკოლის მეათეკლასელები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ
19-11-2019
გურჯაანის N3 საჯარო სკოლის მეათეკლასელები, ისტორიის პედაგოგ თამარ უტიაშვილ-ქოროღლიშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მუზეუმში ნახეს დავით აღმაშენებლის მონეტა, რომელიც, ამჟამად, დიდი ბრიტანეთის საკუთრებაა. ამჯერად, მონეტა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ათხოვა, რათა ის ყველა ქართველმა ნახოს. 

გურჯაანის N3 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი თამარ უტიაშვილი-ქოროღლიშვილი მოუწოდებს საჯარო სკოლების მასწავლებლებს, მოსწავლეები წაიყვანონ ეროვნულ მუზეუმში და დავით აღმაშენებლის მონეტის ხილვის შესაძლებლობა არ გამოტოვონ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203