გიორგიწმინდის საჯარო სკოლაში ნაწარმოებზე - „სარჩობელაზედ“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
19-11-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გიორგიწმინდის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების -„სარჩობელაზედ“ მთავარ სათქმელზე შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - „საზოგადოების როლი პიროვნების ცხოვრებაში“.
გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნათელა მჭედლიშვილმა, ქართული ენის კათედრის დახმარებით ჩაატარა.
გაკვეთილს სკოლის სააქტო დარბაზში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.