აგარის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჩხაიძე პორტაბელური კომპიუტერით დასაჩუქრდა
19-11-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეს, საბა ჩხაიძეს, „ელიტ ელექტრონიქსმა“ საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერი და სხვა საჭირო აქსესუარები გადასცა, რაც მოსწავლეს სწავლის პროცესში დაეხმარება.
საბას სიხარულს მთელი სკოლა იზიარებს. პედაგოგიური კოლექტივი და დირექტორი, გულნარა ბაკურიძე, „ელიტ ელექტრონიქსის“ ხელმძღვანელობას გულისხმიერებისა და ქველმოქმედებისათვის მადლობას უხდის.
„კეთილო ადამიანებო, უფალმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ თქვენს სამსახურებრივ საქმიანობაში, რომ კიდევ ბევრ ოჯახში და სკოლაში შეგეტანოთ ასეთი სიხარული და ბედნიერება“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის სამადლობელ ტექსტში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს