დიდი სმადის საჯარო სკოლის VII კლასში რუსულ ენაში მრავალფეროვანი შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
19-11-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის დიდი სმადის საჯარო სკოლის VII კლასში, თემებზე -„მე და ჩემი დილის რეჟიმი“, „მოთხრობები ცხოველებზე“, „ჩვენ გვიყვარს სპორტი“, „ჩვენ ვყიდულობთ სურსათს“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი რუსული ენის პედაგოგის, ნატალია ტყემალაძის, ხელმძღვანელობით ჩატარდა.
გაკვეთილის მიზანი იყო, განვლილი მასალის მიმოხილვა/შეჯამება, სადაც მოსწავლეების სწორად მეტყველებასა და რუსულ ენაში ლექსიკურ მარაგზე იყო ყურადღება გამახვილებული.
„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში და გამოავლინეს ღრმა ცოდნა. გაკვეთილი სახალისო და საინტერესო იყო“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.