მუხაესტატეს საჯარო სკოლაში თემაზე - „საქართველოს პოლიტიკური ბედი XIX საუკუნის I ნახევარში და ქართველი რომანტიკოსები“ საჯარო მოხსენება ჩატარდა
19-11-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუხაესტატეს საჯარო სკოლის XI კლასში, თემაზე - „საქართველოს პოლიტიკური ბედი XIX საუკუნის I ნახევარში და ქართველი რომანტიკოსები“, მოსწავლეთა ძალებით საჯარო მოხსენება ჩატარდა.
„XI კლასის მოსწავლეებმა: ა. ქარცივაძემ, ი. ცეცხლაძემ, ი. ზოიძემ, რ. ვერულიძემ, ნ. გოგიტიძემ, ა. ქათამაძემ წარადგინეს ნამუშევრები, რომელთა მოსმენის შემდეგ ოპონენტებმა თემის ირგვლივ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. მომხსენებლებმა თემის გაანალიზებისას გამოიყენეს თვალსაჩინოება: საქართველოს რუკა XIX საუკუნის I ნახევარში და კომპიუტერი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოხსენებების ამოწურვის შემდეგ საგნის მასწავლებელმა, ლიანა ჯინჭარაძემ, მოსწავლეთა ნამუშევრები წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.