საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ლია გოგნიაშვილმა მიწვეული სტუმრის სტატუსით საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
19-11-2019
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, ლია გოგნიაშვილმა, მიწვეული სტუმრის სტატუსით ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.
“მან ჩვეული ენთუზიაზმით, თხრობის საოცარი მანერითა და პროფესიონალიზმით დაიპყრო აუდიტორია და კვლავაც დიდი სიხარულით გაუზიარა ცოდნა მოსწავლეებს”, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სკოლის ადმინისტრაცია ლია გოგნიაშვილს ამ შთამბეჭდავი დღისთვის მადლობას უხდის.