ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით გაკვეთილი-შოუ ჩატარდა
19-11-2019
ქარელის მუნიციპალიტეტის ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლაში მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, გაკვეთილი-შოუ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, გაკვეთილ-შოუში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. ისინი სკოლის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე არაერთ სპორტულ აქტივობაში ჩაერთნენ.
მისივე თქმით, ბავშვები აქტივობებით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.