წნისის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
19-11-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტში, წნისის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის ხვავი და ბარაქა“ მოეწყო.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება შთამბეჭდავი იყო და პატარებიც ერთმანეთს დადებით ემოციებს უზიარებდნენ. აქტივობის დასასრულს, მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, ამოავლეს ჩურჩხელები და დააგემოვნეს თათარა.