
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარცხმის საჯარო სკოლის ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის კათედრის ორგანიზებით შიდა სასკოლო სპორტული შეჯიბრი ჩატარდა.
სპორტულ შეჯიბრში VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონდომებით ჩაერთვნენ და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სპორტული შეჯიბრი მონაწილეებისთვის სახალისო იყო.
იხილეთ ფოტოები