ხაშურის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა შორის ჩემპიონი გახდა
19-11-2019
ხაშურის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ქვრივიშვილი საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა შორის ჩემპიონი გახდა.
„6-8 ნოემბერს ქალაქ საჩხერეში ჩატარდა საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა პირად გუნდური პირველობა. შეჯიბრში მონაწილეობდა ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გიორგი ქვრივიშვილი, რომელიც გახდა საქართველოს ჩემპიონი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ხაშურის N5 საჯარო სკოლა გიორგის ულოცავს ამ მიღწევას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.