
თბილისის N152 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბმა - „პროგრესული თაობა“ ეკოლოგიური პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც უფროსკლასელებმა მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებს ეკოლოგიის შესახებ მინი-ლექციები ჩაუტარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლექციებს ყველა კლასში უმცროსკლასელთა დიდი ინტერესი მოჰყვა. მათ დასვეს ბევრი კითხვა და უფროსი მეგობრებისგან პასუხებიც მოისმინეს. ასევე ერთად იმსჯელეს დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე.
იხილეთ ფოტოები