ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოზაიკაში მასტერკლასი ჩაუტარდათ
19-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მოზაიკის მასტერკლასი ჩაუტარდათ.
მოზაიკაზე სემინარის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პრაქტიკაში გაეცნენ მასზე მუშაობის სპეციფიკას.
სემინარის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე დაესწრო.
სემინარის ბოლო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.