ჭახათის საჯარო სკოლაში ბუნებრივი კატასტროფების თემაზე გაკვეთილი ჩატარდა
19-11-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის საჯარო სკოლის II კლასში ბუნებრივი კატასტროფების თემაზე გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს პედაგოგი ლიანა ჟიჟავაძე ხელმძღვანელობდა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს გვალვის შესახებ ესაუბრა და მისი გამომწვევი მიზეზები აუხსნა, უკეთ გასაგებად და აღსაქმელად კი მეორე კლასელებს თვალსაჩინოებაც ანახა.

გვალვაზე საუბრისას მასწავლებელმა წყლის აუცილებლობასა და მცხუნვარე მზის უარყოფით შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება.

გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203