„მინი მუზეუმი სკოლაში“ - ჯუგაანის საჯარო სკოლაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
19-11-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ჯუგაანის საჯარო სკოლის IV კლასში პროექტის - „მინი მუზეუმი სკოლაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი საგანში - მე და საზოგადოება პედაგოგმა, მაია მატიაშვილმა წარადგინა.

მოსწავლეთა ჯგუფებმა ინტერნეტით მოძიებული და შექმნილი მასალებით  „არქეოლოგიური“, „ქართული სამზარეულოს“, ,,ვაჟა-ფშაველას“ და „ხალხური საკრავების“ მინი მუზეუმები მოაწყვეს.

მოსწავლეებმა გიდის როლი მოირგეს და თანაკლასელებს კონკრეტული მუზეუმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

მათ ბოლოს დასკვნა გამოიტანეს, რომ განათლების მიღებაში მუზეუმიც გვეხმარება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203