
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძიუდოს რესპუბლიკურ ტურნირში საპრიზო ადგილები დაიკავეს.
„აღნიშნულმა მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს მებრძოლი გული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს წარმატებებს და უსურვებს მაღალი მწვერვალების დაპყრობას.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელს, ნანი კირკიტაძეს მოსწავლეთა მიღწეული წარმატებებისთვის!“-ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.
რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში ზესტაფონში ჩატარდა.
იხილეთ ფოტო