უდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთნენ
19-11-2019

იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის უდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები საქველმოქმედო ღონისძიებაში - „ერთად ხატიასათვის“ აქტიურად ჩაერთნენ.

საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი იყო ადგილობრივი ქორეოგრაფიული სტუდია „ჰარალე“.

„ღონისძიება მიზნად ისახავდა შემოსული თანხის გადარიცხვას ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, 21 წლის ხატია პარუნაშვილისთვის, რადგან მას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია და ესაჭიროება თანხა ქიმიოთერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვისათვის.

აგრეთვე სკოლაში შევაგროვეთ მაკულატურა  მე-11 კლასის მოსწავლის სოსო მაქანდარაშვილისა და მისი მშობლის ნინო მაქანდარაშვილის ორგანიზებით. შემოსული თანხა გადაირიცხა ხატიას პირად ანგარიშზე“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

უდის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის ყველა თანამშრომელს აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის და ხატია პარუნაშვილს  გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203