ხონის N3 საჯარო სკოლაში ფეხბურთის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
19-11-2019
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში ფეხბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

შემოდგომის სეზონის გამარჯვებული სკოლის მე-11 კლასის გუნდი გახდა, თუმცა მე-9 კლასის გუნდმა მათ ღირსეული მეტოქეობა გაუწია და ჩემპიონატში მეორე ადგილს დასჯერდა.

სპორტული აქტივობის მიმართ მოსწავლეების ინტერესიც დიდი იყო და სასკოლო ჩემპიონატის მონაწილეებს გულშემატკივარიც ბევრი ჰყავდათ.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203