ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში პროექტის-„ფერთა მოზაიკა“ პრეზენტაცია ჩატარდა
19-11-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-3 კლასში პროექტის- „ფერთა მოზაიკა“ პრეზენტაცია ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: „მოსავლის აღებაში მონაწილეობის მიღება, სიმინდის გარჩევა და დაბინავება, ფოთლებით ჰერბარიუმისა და აპლიკაციების დამზადება, შემოდგომის სურნელის დატრიალება საკლასო ოთახში“.
მისივე თქმით, პროექტის პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა.