მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლე მაგდა ბერიძე izrune.ge-ს „ოქროს დიპლომით“ დაჯილდოვდა
19-11-2019
ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის მახალაკიძეების საჯარო სკოლის სკოლის II კლასის მოსწავლე მაგდა ბერიძე izrune.ge-ზე მოპოვებული წარმატებისთვის „ოქროს დიპლომით“ დაჯილდოვდა.

სკოლა მაგდა ბერიძეს ულოცავს ამ მიღწევას და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

16 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, izrune.ge-ს პროექტში გამორჩეული ჩართულობისთვისა და განსაკუთრებული შედეგებისთვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. ისინი ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან, მეგობრებთან ერთად იყვნენ მოსული.

ღონისძიებას აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, კლასის დამრიგებლები, პედაგოგები, მოსწავლეები, საგანმანათლებლო სფეროს ღირსეული წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203