
თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გურიანთის საჯარო სკოლაში, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, V-VI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „საქართველოს თავგანწირული შვილები“.
მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, ექსკურსიაზე ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ ყვავილებით შეამკეს ზაზა დამენიას საფლავი, ასევე პატივი მიაგეს თეიმურაზ ჭიტაძის ხსოვნას.
კლასის დამრიგებლები ლია მჟავია და ინგა მალაზონია არიან.
იხილეთ ფოტოები