საჩინოს N1 საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა მენტორის სტატუსი მოიპოვა
19-11-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს N1 საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა.
ნატო შეროზიას, ლია ზანთარაიას და ფიქრია კვირიკაძეს მენტორის წოდება მიენიჭათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.