ზემო ხვითის საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიზნით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
19-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის ზემო ხვითის საჯარო სკოლაში პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიზნით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
სკოლის დირექტორის განცხადებით, პედაგოგები გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმების გაცნობის მიზნით შეიკრიბნენ. მისივე თქმით, შეხვედრაში ის პრაქტიკოსი პედაგოგები მონაწილეობდნენ, რომლებსაც აღნიშნული თემა აინტერესებდათ და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა სჭირდებოდათ.