პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
19-11-2019

ხონის მუნიციპალიტეტის პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ზეიმი ჩატარდა.

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.

მოსწავლეებმა საზეიმო ადგილი საშემოდგომოდ მორთეს, ფერადი ქაღალდებით ფოთლები და ქოლგები გამოჭრეს, რამაც საზეიმო სივრცე უფრო გაალამაზა. ასევე ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი.

მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები.

ღონისძიება საინტერესო და სახალისო იყო. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203