აღაიანის საჯარო სკოლაში კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა
19-11-2019
კასპის მუნიციპალიტეტის, აღაიანის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში თანასწორობისა და ტოლერანტობის თემატიკაზე სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.
გაკვეთილი კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ჩატარდა.
მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, კედლის გაზეთები, მოეწყო აქცია თემში, მოიხატა სკოლის ეზო, ასევე, სამოქალაქო კლუბის წევრებმა კლასის ხელმძღვანელებთან ერთად მოსწავლეებს აღნიშნულ თემატიკაზე მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს.