
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კვაცხუთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომის შემობრძანება მრავალფეროვნად აღნიშნეს.
კლასებს პედაგოგები - ნათია შაუთიძე და მანანა თვარაძე ხელმძღვანელობენ.
მოსწავლეები საშემოდგომო ღონისძიებებში მონდომებით ჩაერთვნენ. მათ საკლასო ოთხები შემოდგომის ფოთლებით და ხილით მორთეს, ასევე კედლებზე ფერადი ქაღალდებით დეკორატიული ყვავილები წარმოადგინეს.
მოსწავლეებისთვის საშემოდგომო აქტივობებში ჩართვა სახალისო იყო.
იხილეთ ფოტოები