ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პროექტი წარმოადგინეს
19-11-2019

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პროექტი წარმოადგინეს.

ვიდეო-პროექტმა -„იყავი ტოლერანტი“ დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვიდეო მოზარდზეა, რომელსაც თანატოლები გულგრილად ექცევიან, მასთან არ თამაშობენ, არ საუბრობენ და არ მეგობრობენ. იგი გარიყულია მეგობრებისგან.

ვიდეო-პროექტში მოსწავლეები ავრცელებენ მოწოდებას, რომ ვიყოთ უფრო ტოლერანტულები და ნუ გამოვარჩევთ რაიმე ნიშნით ადამიანებს ერთმანეთისგან.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203