აღვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „ჩვენც დავბერდებით“ ფარგლებში მოხუცებს საჩუქრები გადასცეს
19-11-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათ სოფელში მცხოვრები მოხუცები მოინახულეს და საკუთარი ხელით დამზადებული ბარათები და საჩუქრები გადასცეს.
მოსწავლეები მოხუცებთან სოციალური პროექტის „ჩვენც დავბერდებით“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. მათ თან მასწავლებელიც ახლდათ.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები და მასწავლებელი სოციალური პროექტის განხორციელებით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.