„ანიდან ჰაემდე“ - ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის წრე აქტიურად მუშაობს
19-11-2019
ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის „მხატვრული კითხვის“ წრე - „ანიდან ჰაემდე“ აქტიურად მუშაობს.
წრის ხელმძღვანელი გიული ლობჟანიძეა.
წრეში I, II, III და IVკლასის მოსწავლეები არიან გაერთიანებულნი.
წრის მეცადინეობა კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს ტარდება.მუშაობის პროგრამა მთელი სემესტრის და შემდგომ წლის ბოლომდეა გაწერილი.
თემატიკა მოსწავლეთა დაინტერესებასა და განვითარებაზეა აგებული.
საწრეო მუშაობის მიზანი მოსწავლეებში სწორი მეტყველების, ნაწარმოების მხატვრულად კითხვის უნარის, კომუნიკაციის, ჯგუფური და წყვილებში მუშაობის უნარის, ტექსტის სწორად გაგების, საკუთარი აზრის დაფიქსირების, თამამად და შეუზღუდავად გადმოცემის, გააზრება-გაკრიტიკების უნარების ჩამოყალიბებაა.
სკოლა იმედოვნებს, რომ მოსწავლეებს ურთიერთთანამშრომლობის, კითხვის, აღქმის, მოსმენის, გაგების, გადმოცემის პრეზენტაციის, როლური თამაშებისა და ინფორმაციის სწორად მიღების უნარები ჩამოუყალიბდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს