ეცერის საჯარო სკოლას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ეწვივნენ
19-11-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის საჯარო სკოლას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებმაც მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა-დისკუსია გამართეს.

განხილვის თემას წარმოადგენდა ბულინგი და არასრულწლივანთა ქორწინება.

„შეხვედრამ ძალიან საინტერესო და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მადლობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს: მადონა ბასილაძეს (დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი); კოკა მებონიას (გენდერის დეპარტამენტის რეგიონული წარმომადგენელი) და ირინა გურჩიანს (სახალხო დამცველის სვანეთის ოფისის წარმომადგენელი)“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203