„იწურება შემოდგომა“ - არაშენდის საჯარო სკოლასთან ინტეგრირებულ დარჩეთის დაწყებით სკოლაში ლამაზი ღონისძიება ჩატარდა
19-11-2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლასთან ინტეგრირებულ დარჩეთის დაწყებითსკოლის I-IV კლასებში ღონისძიება - იწურება შემოდგომა ჩატარდა.

მოსწავლეები საშემოდგომო ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ. მათ სკოლის ეზო საზეიმოდ მორთეს ყვავილებით და ფერადი ფოთლებით. ასევე წარმოადგინეს შემოდგომის ხილი. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი სანახაობა წარუდგინეს - სპექტაკლები დადგეს, იცეკვეს და იმღერეს. დღემ მხიარულად ჩაიარა.

ღონისძიების ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი დიანა თევდორაშვილი იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203