ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი წამოიწყეს
19-11-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ანდეზიტის საჯარო სკოლაში VIII და IX კლასის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტზე მუშაობა დაიწყეს.

პროექტის ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი ნათელა გელაშვილი-დუგაროვია.

საქველმოქმედო პროექტის მთავარი მიზანი ბავშვთა დახმარებაა.

„მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის ორგანიზატორობით დაიწყეს საქველმოქმედო პროექტზე მუშაობა, რომლის მთავარი მიზანი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა დახმარებაა. პირველ ეტაპზე მოეწყო გამოფენა-გაყიდვის აქცია, სადაც აქტიურად ჩაერთო მოსახლეობა. მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, მშობლებს, თემს წამოწყებულ საქმეში მონაწილეობის მიღებისათვის. მომდევნო აქტივობებიც მეტად საინტერესო იქნება და კვლავ მათი თანადგომა დაგვჭირდება“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203