ნაგარევის სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ''ჩვენ კვლავაც ერთად დავდგებით'' ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა 26 მაისის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს.
''პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც საქართველომ გამოიარა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე, რომ ამ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩვენი ქვეყანა დღესაც მუხლჩაუხრელად იღწვის ამ იდეის სრულად განხორციელებისთვის'' - აღნიშნა კლასის ხელმძღვანელმა ნანა ხუჯაძემ.