ხულგუმოს საჯარო სკოლამ ნოემბერში ღია გაკვეთილების კვირეული გამოაცხადა
19-11-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხულგუმოს საჯარო სკოლამ, ნოემბერში ღია გაკვეთილების კვირეული გამოაცხადა და პედაგოგების აქტივობამაც არ დააყოვნა.
ხულგუმოს საჯარო სკოლაში ყოველდღიურად ტარდება საინტერესო ღია გაკვეთილები, რომლებშიც ადგილობრივი მოსწავლეები სიამოვნებით მონაწილეობენ.
ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილი ხულგუმოს საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის, პედაგოგმა ლიანა ელიზბარიანმა ჩაატარა ბუნებისმეტყველებაში. მოსწავლეებისთვის ეს უდიდესი გამოცდილება და ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი საშუალება იყო. ბავშვები ენთუზიაზმით ჩაერთნენ გაკვეთილში და მადლობაც დაიმსახურეს აქტიურობისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს