აფხაზეთის N7 საჯარო სკოლას მხატვრული ლიტერატურა გადაეცა
18-11-2019
თემურ ბოკუჩავას სახელობის, აფხაზეთის N7 საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლობა ესტუმრა.

მათ პროექტ „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში სკოლას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.

ამ ინიციატივის ავტორი სკოლის ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე, გიგი გოგია, გახლდათ, რომელმაც ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნადი ფონდის შევსების თხოვნით მიმართა.

სკოლის ადმინისტრაცია ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანეთის საელჩოს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203