სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით თბილისის კულტურულ-რელიგიური ძეგლები დაათვალიერეს
18-11-2019

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით გასვლით გაკვეთილზე იმყოფებოდნენ.

გასვლითი ღონისძიება სოციალური პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მასში აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მე-7, მე-5 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თბილისში სამი ქვეყნის კულტურული რელიგიური ძეგლები (სამების ტაძარი, მეჩეთი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია) დაათვალიერეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა რელიგიებისა და ადამიანების პატივისცემა. 

პროექტის ხელმძღვანელები იყვნენ იამზე მელაძე, ლალი აბულაძე და თეონა აბაშიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203