ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს სტუმრობდნენ
18-11-2019

ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა“ სანერგე-სასათბურე მეურნეობაში ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენება გამართა.

სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები გაეცნენ.

სანერგე-სასათბურე მეურნეობის პატარა სტუმრები დიდი ინტერესით უსმენდნენ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, აკვირდებოდნენ ნერგებსა და ჩითილებს, ეცნობოდნენ მათი მოვლის წესს და მალევე დაუმეგობრდნენ მასპინძელს, ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელს, დავით დიასამიძეს, რომელმაც სტუმრებს მეურნეობის მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203