ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით საღამოში მონაწილეობდნენ
18-11-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის სკოლის მოსწავლეები წეროვნის N2 საჯარო სკოლამ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით საღამოზე მიიწვია.

ხოჯორნის სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე გოდერძი ჩოხელის ლექსები წაიკითხეს.

„საღამოს ესწრებოდნენ გოდერძი ჩოხელის მეუღლე ნინო მელაშვილი, ოჯახის მეგობარი და წიგნის „ნაწილიანი“ ავტორი, პოეტი ნინო ზედელაშვილი, სკოლის მეგობარი ჯუმბერ პატიაშვილი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ჭიდაობაში რომან რურუა და სხვა მოწვეული სტუმრები.

მასპინძლებმა წარმოადგინეს მწერლის შემოქმედება. ხოჯორნელმა მოსწავლეებმა წაიკითხეს გოდერძი ჩოხელის ლექსები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ბოლნისის წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლე ქრისტინე ქუქჩიშვილი.

ჩვენი სკოლა მადლობას უხდის წეროვანის სკოლის დირექტორს მიწვევისთვის და გიორგი კილაძეს თანამშრომლობისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203