„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება“ - მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში კვირეული ჩატარდა
18-11-2019
აბაშის მუნიციპალიტეტის, დანიელ თოფურიას სახელობის მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში თემაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება“ კვირეული ჩატარდა.   

ხელოვნების მასწავლებელმა, გულნარა ჭანტურიამ და მოსწავლეებმა კომიქსები შექმნეს და თავიანთი ნამუშევრების გამოფენა  მოაწყვეს.

ასევე, გააკეთეს პრეზენტაციები შესაბამის თემებზე  -არა ბულინგი, ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

საუკეთესო ნამუშევრები მონაწილეობას მიიღებენ კომიქსების კონკურსში - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომელიც განათლების სამინისტროს მიერაა გამოცხადებული.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203