წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში  ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
18-11-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის კვირეულში დაწყებითების კათედრა აქტიურად ჩაერთო.

IV კლასში (დამრიგებელი ელისო მეტრეველი) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში თემაზე - „მოგზაურობა და მოგზაურები“.

მოსწავლეებმა ცნობილ მოგზაურებზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. მუსიკის ფონზე (პედაგოგი მაკა ჟორჟოლიანი) წარმოსახვით იმოგზაურეს საოცრებათა ქვეყანაში. მოეწყო ნახატების გამოფენა. გაკვეთილის დასრულების შემდეგ „განძის საძიებლად“ გადაინაცვლეს სკოლასთან ახლომდებარე ტყეში.

მოსწავლეებმა სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ იპოვეს განძი. ეს იყო ეგვიპტიდან ჩამოტანილი პაპირუსზე გამოსახული ნეფერტიტის გამოსახულება.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი იყო სახალისო და საინტერესო. მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203