დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მარტვილის მუნიციპალიტეტში I ადგილი დაიკავა
18-11-2019

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ნაჭყებიამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მარტვილის მუნიციპალიტეტში I ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლუკამ სასკოლო, შესარჩევ ტურშიც პირველი ადგილი მოიპოვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლუკა წარჩინებული მოსწავლეა - ყველა სასკოლო სასწავლო საგანს 10 ქულაზე სწავლობს. ასევე სანიმუშოა ქცევის კუთხით.

 მან ინტელექტ-ჩემპიონატში 87 ქულა აიღო და „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

„ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და მუდმივ წინსვლას ვუსურვებთ მომავალში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში გამარჯვებულმა „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203