ჭიათურის N4 საჯარო სკოლა „ჭიათურობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა
19-11-2019

ჭიათურის N4 საჯარო სკოლა ჭიათურობისდღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

მეცხრე კლასის დამრიგებელმა, ნათია ჭიღლაძემ  ჭიათურის თემაზე ფოტოგამოფენა მოაწყო.

წინასწარ შერჩეული ადგილები სხვადასხვა ხელნაკეთი სუვენირებით მორთეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა: ქეთა მუმლაძემ, თათია კვესიტაძემ, ელენე ბიბიაშვილმა, ელენე ბარათაშვილმა, გიორგი სხირტლაძემ, მათე ღვალაძემ, გიორგი გოშაძემ, ზურა ხვედელიძემ, თენგო ჩინჩალაძემ, საბა ნეფარიძემ, ლუკა მეგრელიშვილმა, ეკა ბიწაძემ, თეონა კაპანაძემ, გიორგი მოდებაძემ და პაკო მუმლაძემ.

ფოტოგამოფენას გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლების“ მელოდიით, ცოცხალი მუსიკით აფორმებდნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები ელენე წერეთელი და ანი კეთილაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203