თბილისის N132 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
18-11-2019

თბილისის N132 საჯარო სკოლამ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

სკოლაში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა ესეების კონკურსი, ასევე მოეწყო ფილმების ჩვენება. გარდა ამისა, მოსწავლეებმა დაამზადეს თემატური კედლის გაზეთები.

ბოლოს კი ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლის სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები.

ღონისძიების მონაწილეებმა დადგეს სპექტაკლები, ასევე შეასრულეს ქართული ნაციონალური ცეკვები.

დირექციამ მოსწავლეებს დაუვიწყარი საღამოსთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203