„ტოლერანტობა ჩემი სურვილია“ - კალის საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
18-11-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლაში, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს კამპანია მე ვირჩევ თანასწორობას ფარგლებში, ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი ტოლერანტობა ჩემი სურვილია.

„პროექტის ავტორთან და წამყვანთან - გიორგი ტერუნაშვილთან ერთად გეგმის შედგენასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლაში მომუშავე პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებმა: ჯიმშერ კაპანაძემ, ხათუნა ხონელიძემ და ლანა დვალიშვილმა.

პროექტში აქტიურად ჩაერთო სპორტის მასწავლებელი ელგუჯა ხარძიანი. როგორც ტექნიკური, ისე ორგანიზაციული მხარდაჭერა გაგვიწია სკოლის დირექციამ.

პროექტ-გაკვეთილის ძირითადი მიზანი მულტიკულტურალიზმი და ინკლუზიური გარემოს შექმნის გზით განსხვავებულობის მიმღებლობის ხელშეწყობა, მოსწავლეთა ემპათიის წახალისება იყო. ჯგუფების პრეზენტაციებმა და შეჯამების ეტაპზე დასმულმა შეკითხვებმა ცხადყო, რომ მიზანი მიიღწეულია“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203