სურამის N1 საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღნიშნეს
18-11-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2 ოქტომბერს მაჰათამა განდის დაბადების დღეს მსოფლიო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს.
სკოლის სამოქალაქო კლუბის X კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ირინა სალამიძე) გზავნილს - „არა ძალადობას“ გამოეხმაურნენ ფართოდ აღნიშნეს ეს დღე.
მოსწავლეებმა მაჰათამა განდის ცხოვრების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს, აჩვენეს ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყო თემის, მოსახლეობის დამოკიდებულება კონფლიქტური სიტუაციების მიმართ, დაამზადეს ფლაერები - „არა ძალადობას“, მოისმინეს ექიმ ეთერ გოგალაძის ლექცია თემაზე - რატომ არის მაღალი ემოციური ფონი და გახშირებული სუიციდის შემთხვევები ახალგაზრდებში და ასევე ნახეს კლუბის წევრების მომზადებული სოციალური რეკლამა - „ბულინგი სკოლაში“. ბოლოს კი დისკუსია გაიმართა.
გაერომ 2 ოქტომბერი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ 10 წლის წინ დააწესა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო